„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2248
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-05-08
გამოქვეყნების თარიღი
2003-06-02
სარეგისტრაციო კოდი
240.090.000.05.001.001.270
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 3.06.2002, მუხ. 61) მე-19 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. „ო.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო.ბ) სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის ნებართვა, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;“.

2. „ო.ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო.კ“ ქვეპუნქტი:

„ო.კ) წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 8 მაისი.

№2248–IIს

კრებსითი — სრული ვერსია