”საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 23 აპრილის№1-1/595 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/2087
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-10-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-18
სარეგისტრაციო კოდი
310010010.22.024.016115
”საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 23 აპრილის№1-1/595 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2087

2011 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 23 აპრილის №1-1/595 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საჰაერო კოდექსის” მე-7 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 23 აპრილის №1-1/595 ბრძანებით (სსმ, №46, 23.04.2010, მუხ. 494) დამტკიცებულ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხაში და მისი მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მესტიის და ლაგოდეხის ასაფრენ-დასაფრენი მოედნები.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე                    ა. კეკელია

 

კრებსითი — სრული ვერსია