საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №823
2011 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში (სსმ III, 28.12.2007, №186, მუხ.2092) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართი №8 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი . მერაბიშვილი
დანართი # 8
ოპერატიულ - ტექნიკური დეპარტამენტი
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი ( ლარი ) |
| დეპარტამენტის დირექტორი | 2680 |
| დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 2515 |
| მთავარი სამმართველოს უფროსი | 2330 |
| მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე | 2210 |
| სამმართველოს უფროსი | 2090 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1975 |
| განყოფილების უფროსი | 1290 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | 1205 |
| ქვეგანყოფილების უფროსი , განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 1080 |
| უფროსი ინსპექტორი , მთავარი სპეციალისტი | 1015 |
| ინსპექტორი , ექსპერტი , წამყვანი სპეციალისტი | 940 |
| სპეციალისტი | 765 |
| დამხმარე მოსამსახურე ( მძღოლი , ტექნიკოსი , მზარეული ) | 520 |
| დამხმარე მოსამსახურე ( დამლაგებელი , მუშა - ხელოსანი ) | 335 |