საქართველოს მთავრობის
დადგენილება №388
2011 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 დეკემბრის №233 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 დეკემბრის №233 დადგენილებაში (სსმ, 2005 წ., მუხ. 1663) შეტანილ იქნეს ცვლილება და №2 დანართის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 20 ოქტომბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური