„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
381
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-13
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016542
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №381

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის  №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში (სსმ, 31.12.2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

მამუკა ბარათაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

გოგა გუგავა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი

დავით ქევხიშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

დავით ჩხეიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ვაჟა პეტრიაშვილი       – საქართველოს მთავრობის კანცელარიის ფისკალურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                        ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია