„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
377
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-13
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.016539
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №377

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლი­ცენ­ზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართ­ვე­ლოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენი­ლებაში (სსმ, 2010 წელი, №168) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლება:

1. დადგენილებით დამტკიცებული „სა­მე­დი­ცი­ნო საქმიანობის ლი­ცენ­ზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დე­ბუ­ლების (დანართი №1) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑5 პუნ­ქტი:

„5. ამ დებულების მე‑2 მუხლით განსაზღვრული ლიცენზიის გამ­ცე­­მი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს „ლი­­ცენ­­ზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათ­ვა­ლის­­წი­ნებული ყველა ღონისძიება სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მფლო­ბელების მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ იქნა შესაბამისი უფ­ლება მინიჭებული.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სტაციონარული და­წესებულ­ე­ბ­ის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დე­ბუ­ლების (და­ნარ­თი №2) მე‑7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑5 პუნ­ქტი:

„5. ამ დებულების მე‑2 მუხლით განსაზღვრული ნებართვის გამ­ცე­მი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს „ლი­ცენ­ზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათ­ვა­ლის­წი­ნებული ყველა ღონისძიება სტაციონარული დაწესებულების ნე­ბარ­თვის­ მფლობელების მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ იქნა შესა­ბა­მისი უფლება მინიჭებული.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                            ნ. გილაური

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია