„2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №379 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
375
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-13
სარეგისტრაციო კოდი
190020060.10.003.016537
„2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №379 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №375

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №379 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „2011-2012 სასწავ­ლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწი­ლობ­რივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2010 წლის 8 დეკემბრის №379 დადგენილებაში (სსმ, 13/12/2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რე­დაქციით:

 ,,4. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცულობა განისაზღვროს 11 182 085 (თერთმეტი მილიონ ას ოთხმოცდაორი ათას ოთხმოცდა­ხუთი) ლარით.“.

 2. პირველი მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რე­დაქციით:

 ,,23. ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურ­სში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას მოპოვებული ქულების მიხედვით, ამ დადგენილების მე-14 – მე-17 პუნქტებით დადგენილი წესით დაფი­ნან­სდებიან 134 085 (ას ოცდათოთხმეტი ათას ოთხმოცდახუთი) ლა­რის ფარგლებში შემდეგი ოდენობებით:

 ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

ბ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

გ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის საშუალო ოდე­ნობა – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

დ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიმალური ოდენობა – 44 085 (ორმოცდაოთხი ათას ოთხმოცდახუთი) ლარი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                              ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია