„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
373
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-13
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016536
„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 373

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავ­ რობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი , 18/03/2011) დამტკიცებულ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლება:

 1.   მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ ქვეპუნქტი :

 ,,ლ) პროექტების მონიტორინგის დეპარტამენტი“.

 2 .   მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

 ,,13. პროექტების მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

 ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე პროექ­ტე­ბისა და დადებული შეთანხმებების მონიტორინგი, მათი განხორ­ციელების ხელშეწყობა;

 ბ) მონიტორინგის განხორციელების შედეგად შესაბამისი წინა ­და ­დებების და რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა ;

 გ ) მ ინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შეს­რუ­ლება.“ .

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 17 ოქტომ ­ბრი ­დან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                                         ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია