„პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურენოვანი ბლანკების, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის აღწერილობებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
132
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-10-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-11
სარეგისტრაციო კოდი
010130000.22.027.016199
„პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურენოვანი ბლანკების, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის აღწერილობებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №132

2011 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურენოვანი ბლანკების, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის აღწერილობებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურენოვანი ბლანკების, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის აღწერილობებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის                   2 აგვისტოს №114 ბრძანებაში (სსმ,03.08.2011წ. ვებგვერდი 110802040.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

1. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-აფხაზურენოვან ბლანკზე დატანილი უნდა იქნეს პირადობის ნეიტრალური მოწმობის ბლანკის რეგისტრაციის ნომერი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალების გარეშე, ასევე სერია და ინდივიდუალური ნომერი.

2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-აფხაზურ ენოვანი ბლანკის მეორე გვერდს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემისას უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის სპეციალური ბეჭედი.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

1. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-ოსურენოვან ბლანკზე დატანილი უნდა იქნეს პირადობის ნეიტრალური მოწმობის ბლანკის რეგისტრაციის ნომერი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალების გარეშე, ასევე სერია და ინდივიდუალური ნომერი.

2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-ოსურ ენოვანი ბლანკის მეორე გვერდს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემისას უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის სპეციალური ბეჭედი.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული №3 დანართის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები:

„ჟ) დოკუმენტის ტიპს;

„რ) გამცემი ორგანოს დასახელებას;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 13 ოქტომბრიდან.

ზ. ადეიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია