„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
57
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-13
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.114.016079
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №57

2011 წლის 30 სექტემბერი

დ. ჩოხატაური

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების   დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების   დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში  (სსმ, 26.01.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    მუხლი 1

დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლი.

    მუხლი 2

დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში სიტყვების ,,სახელმწიფო ქონებას“ შემდეგ ამოღებულ იქნეს მე-6 თავის აღმნიშვნელი: ,,თავი VI”.

    მუხლი 3

დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: ,,დასკვნითი დებულებანი“.

    მუხლი 4

ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ივნისის №45 დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011) ცვლილების შეტანის თაობაზე“.

    მუხლი 5.

დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                               ა. ხუნდაძე

კრებსითი — სრული ვერსია