ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჭარნალისა და ფერიის ადმინისტრაციულ - ტერიტორიული ერთეულების (თემი) შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
26
მიმღები ორგანო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-10-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-06
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.133.016044
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჭარნალისა და ფერიის ადმინისტრაციულ - ტერიტორიული ერთეულების (თემი) შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2011 წლის 4 ოქტომბერი

დ. ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჭარნალისა და ფერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების (თემი) შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ

  „ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების თანახმად, ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რიგი ტერიტორიები მოექცა ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში. აღნიშნულმა განაპირობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გარკვეული ტერიტორიული ერთეულების თემების ნაწილობრივ დაყოფა. დასახელებულის გათვალისწინებით წარმოიშვა აუცილებლობა უშუალოდ ყოფილი გონიოსა და ურეხის ტერიტორიული ერთეულების – თემების ნაცვლად ამ თემებში არსებული დასახლებული პუნქტების, ანუ იმ სოფლების ერთობლიობით, რომლებიც დარჩა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში, შეიქმნას ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები – ჭარნალისა და ფერიის თემი. ამასთან, განისაზღვრა, რომ რიგი სოფლები, რომლებიც არ შევიდნენ ამ თემებში, უნდა მიეკუთვნოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის არსებულ სხვა ტერიტორიულ ერთეულებს – თემებს, იმ საზღვრებით, რომლებიც გააჩნდათ მიმდინარე პერიოდამდე აღნიშნულ თემებს.   

  ყოველივე ზემოხსენებულთა მხედველობაში მიღებით, „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რიგი ადმინისტრაციული ერთეულების (თემი) შექმნის ორგანიზების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 21 სექტემბრის №01-20/49 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის 2011 წლის 26 სექტემბრის ოქმი №1-ის გათვალისწინებით და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

  1. შეიქნას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები – ჭარნალის და ფერიის თემი.

  2. დადგინდეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, ჭარნალის თემის და ფერიის თემის საზღვრები, თანახმად დანართი №1-ისა.

  3. ყოფილ ურეხის თემში შემავალი სოფელი ქვედა სამება არსებული საზღვრებით შეუერთდეს ახალშენის თემს, ხოლო სოფელი ქვედა სალიბაური არსებული საზღრებით შეუერთდეს ორთაბათუმის თემს.

  4. ახალშენის თემიდან სოფელ განახლების ნაწილის ფერიის თემში შესვლასთან დაკავშირებით ახალშენის თემის საზღვრები სოფელ განახლებაში ფერიის თემთან დადგინდეს ამ დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართ №1-ში მითითებული საზღვრების შესაბამისად.

  5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას (თ. დუმბაძე).

  6. დაევალოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ფერიისა და ჭარნალის თემებში უზრუნველყოს ტერიტორიული ორგანოების შექმნა, ამასთან, სხვა ღონისძიებათა განხორციელება დასახელებულ ტერიტორიებზე ადმინისტრირების წარმართვისათვის.

  7. (ამოღებულია - 06.12.2011, №29).

     8. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        მ. ფარტენაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 12.12.2011 წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

                                                                                                                               დანართი №1

 

 

 

ფერიის თემი

#

X

Y

მიმართულება კორდინატების მიხედვით

0

721459.336

4610745.557

0-დან-4-8-9-მდე (ოთარ მახარაძის სახლიდან ზურაბ ნაკაშიძის სახლის მიმართულებით)

1

721304.898

4611891.926

1-დან-16-მდე (ჰაიდარ მამულაიშვილის სახლიდან ლამზირა ასამბაძის სახლის მიმართულებით)

2

721552.334

4612573.122

2-დან-12-მდე (ეთერ გოგუაძე-გოგიტიძის სახლიდან  ფერიის სასაფლაოს მიმართულებით ეკლესიამდე)

3

721963.118

4612888.906

3-დან-15-მდე (ციალა ბერიძის სახლიდან  ფერიის სასაფლაოს მიმართულებით ყოფილი ფოსტის შენობამდე)

4

721911.688

4610152.179

 

5

723143.113

4612130.337

5-დან-14-13-მდე (ახალშენის ხიდიდან  ახალშენის ყოფილი მეურნეობის შესასვლელის გავლით მუსტაფა კაკაბაძის სახლის მიმართულებით)

6

723155.343

4611706.197

 

7

723156.906

4611312.584

7-დან-6-5-მდე (ავთანდილ ჩხიკვაძის სახლიდან მდინარის გასწვრივ ახალშენის ხიდამდე)

8

722409.896

4610763.163

 

9

722608.983

4610717.866

9-დან-10-7-მდე (ზურაბ ნაკაშიძის სახლიდან ავთანდილ ჩხიკვაძის სახლის მიმართულებით)

10

722818.672

4611104.872

 

11

721026.786

4613108.396

11-დან-17-მდე (ლეილა დევაძის სახლიდან ალექსანდრე ასამბაძის სახლის მიმართულებით)

12

721562.034

4613035.955

12-დან-11-მდე (ეკლესიიდან 31 დეკემბრის ქუჩის გასწვრივ ლეილა დევაძის სახლამდე)

13

722301.204

4612882.3

13-დან-3-მდე (მუსტაფა კაკაბაძის სახლიდან  ფერიის სასაფლაოს მიმართულებით, ციალა ბერიძის სახლამდე)

14

722791.42

4612671.094

 

15

722027.884

4612592.876

15-დან-2-მდე (ყოფილი ფოსტის შენობიდან  ფერიის სასაფლაოს მიმართულებით, ეთერ გოგუაძე-გოგიტიძის სახლამდე)

16

721272.723

4611232.117

16-დან-0-მდე (ლამზირა ასამბაძის სახლიდან ოთარ მახარაძის სახლის მიმართულებით)

17

721000.81

4612425.22

17-დან-1-მდე (ალექსანდრე ასამბაძის სახლიდან ჰაიდარ მამულაიშვილის სახლის მიმართულებით)

 

 

 

 

 

 

 

ჭარნალის თემი

#

X

Y

მიმართულება კორდინატების მიხედვით

0

716446.228

4607733.782

0-დან-1-მდე (გონიოს ხიდიდან ახლასოფლის ცენტრის მიმართულებით)

1

716259.994

4606997.648

1-დან-2-მდე (ახალსოფლის ცენტრიდან მუსტაფ სურმანიძის სახლის მიმართულებით)

2

716184.865

4606387.213

2-დან-3-მდე (მუსტაფ სურმანიძის სახლიდან  გოჩა შარაძის სახლის მიმართულებით)

3

715993.968

4605482.86

3-დან-4-მდე (გოჩა შარაძის სახლიდან  ყოფილი მეურნეობის გადასახვევამდე)

4

716092.814

4604962.8

4-დან-5-მდე (ყოფილი მეურნეობის გადასახვევიდან  ,,ხოფშოს“ მიმართულებით სახელმწიფო ტყემდე)

5

715385.355

4603052.818

5-დან-6-7-8-9-10-მდე (სახელმწიფო ტყის საზღვარი ,,ხოფშოს“ მონაკვეთიდან ბიძინა მიქელაძის სახლამდე)

6

715773.875

4603487.751

 

7

716311.614

4603778.076

 

8

717495.827

4603595.448

 

9

718741.203

4603286.946

 

10

719766.2

4603657.202

10-დან-11-მდე (ბიძინა მიქელაძის სახლიდან ნური შაშიკაძის სახლამდე)

11

719866.87

4603853.766

11-დან-12-მდე (ნური შაშიკაძის სახლიდან მეცხოველეობის ფერმის ტერიტორიამდე)

12

7119675.977

4603871.58

12-დან-13-მდე (მეცხოველეობის ფერმის ტერიტორიიდან ნაზი გურგენიძის სახლამდე)

13

719415.476

4604563.839

13-დან-14-მდე (ნაზი გურგენიძის სახლიდან საავტომობილო გზითა და ქარსაფარი ზოლით შოთა მემიაძის სახლამდე)

14

719394.184

4605403.213

14-დან-15-მდე (შოთა მემიაძის სახლიდან საავტომობილო გზით კაპანდიბი-ახალსოფლის საავტომობილო გზის კვეთამდე)

15

719266.182

4606157.225

15-დან-16-მდე (კაპანდიბი-ახალსოფლის საავტომობილო გზიდან კაპანდიბის მიმართულებით მარცხენა მხარეს მდინარე ჭოროხზე ჩასახვევი გზით შპს `ზენამდე“)

16

719453.887

4606333.731

16-დან-17-18-მდე (შპს `ზენას“ სამხრეთით გამავალი გზით მდინარე ჭოროხამდე)

17

719695.395

4606699.762

 

18

719583.883

4606742.416

18-დან-19-20-მდე (მდინარე ჭოროხის მარცხენა ნაპირიდან ამავე ნაპირზე არსებულ კაპიტალურ ჯებირამდე)

19

718009.491

4606975.889

 

20

717584.545

4606830.368

20-დან-0-მდე (მდინარე ჭოროხის მარცხენა  ნაპირზე არსებული კაპიტალური ჯებირიდან გონიოს ხიდამდე)

 

კრებსითი — სრული ვერსია