„გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-10-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-11
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.023.016087
„გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება № 13

2011 წლის 4 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

 „გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №23 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110615012, 20/06/2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის GI S (გეოინფორმაციული სისტემები) კორდინატები ;

ზ) ამ პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციების ელექტრონული ვერსიები.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ . ხაჩიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია