„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
140
მიმღები ორგანო
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-10-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-05
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.055.016006
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება №140

2011 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №33 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (სსმ III, 20.08.2010წ., №101, მუხლი 1519) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გარდა, მზადების წლიური საწვრთნელი პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციების წარდგინებების საფუძველზე, კალენდარული წლის განმავლობაში განახორციელოს სპორტის პრიორიტეტულ სახეობებში ქვეყნის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების წევრებისა და კანდიდატების და აგრეთვე სელექციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული სპორტსმენების ანაზღაურების გარეშე მომსახურება ცენტრის სარგებლობაში არსებული სპორტული ბაზებითა და ინვენტარით და უზრუნველყოს აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების (მათ შორის, კომუნალური) დაფარვა თავისი ასიგნებებისა ან/და ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემოსავლების ფარგლებიდან;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი     გ. ავალიანი

 

კრებსითი — სრული ვერსია