„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
366
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-24
სარეგისტრაციო კოდი
230210000.10.003.016526
„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №366

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„შეზღუდულად  ბრუნვადი  მასალების  წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის  ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის  2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-20 მუხ­ლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუ­დუ­ლად  ბრუნ­ვა­დი  მასალების  წარ­მოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექს­­პორ­ტის, რეექს­პორ­­ტის ან ტრან­ზიტის  ნებართვის გაცემის წესის შე­სა­ხებ დებუ­ლებისა და შეზღუ­დუ­ლად ბრუნვადი მასალების სიის დამტკი­ცების თაო­ბაზე“ საქარ­თველოს მთავ­რობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დად­გენილებაში (სსმ, 2006 წ., მუხ. 1854) შეტანილ იქნეს  ცვლი­ლება და დადგენილებით დამტკიცებული „შეზღუდულად ბრუ­ნ­ვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორ­ტის, რე­ექ­სპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების მე‑3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი­ით:

     „მუხლი 3. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოები და გაცემის წესი

1. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანს­პორ­ტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებარ­თვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოებია:

ა) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო;

ბ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმ­პორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის შემთხვევაში ნება­რთვა ასევე შეიძლება გასცეს საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამა­რთლის იურიდი­ულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ნებართვის გაცემისათვის განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით. ნებართვის აღე­ბა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ პორტალში.

3. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორ­ტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნება­რთ­ვის გაცემის წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო­სა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი ბრძა­ნებით.“.

მუხლი 2. (ძალადაკარგულია)

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 27.01.2012წ.

მუხლი 3.  დადგენილება, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.

მუხლი 4. (ძალადაკარგულია)

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 27.01.2012წ.

 

პრემიერ-მინისტრი                              ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 27.01.2012წ.

კრებსითი — სრული ვერსია