„საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
364
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-28
სარეგისტრაციო კოდი
230210000.10.003.016524
„საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №364

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის  №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქონლის წარმოშობის ქვეყ­ნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერ­ტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 და­დ­­გენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამ­ტ­კი­ცე­ბული №1 დანართის:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რე­დაქციით:

„1. საქონლის წარმოშობის ქვეყანა განისაზღვრება საქართ­ვე­ლოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გა­ტანისას სავაჭრო პოლიტი­კის ღონისძიებების გატარების მიზ­ნით.

შენიშვნა: საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა საქართ­ვე­ლოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ნიშნავს, რომ წარმოშობის ქვეყნის დადგენა ხორციელდება საქონლის პირველივე სა­საქონლო ოპერაციაში მოქცევის დროს. იმ შემთხვევაში, თუ ამ მომენტი­სა­თვის წარდგენილი დოკუმენტებით დასტურდება საქონლის პრეფე­რენ­ციული წარმოშობა, საქონელი ექცევა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმ­ში. საქონლის ახალ სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას წარმოშობის ქვეყნის განმეორებით დადგენა არ ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულის თაობაზე დეკლარანტი თხოვნით მიმართავს საგადასახადო ორგანოს და წარადგენს დამატებით დოკუმენტებს.“.

2. მე‑2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. თუ წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა შემოსავლების სამსა­ხურის მიერ, სერტიფიკატის გაცემისათვის განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით. წარმოშობის სერტიფიკატის აღება შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ პორტალში ექსპორტიორის წინასწარი მითითების საფუძველზე.“.

მუხლი 2.  დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                              ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია