„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის N166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
79/04
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2011-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-27
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016040
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის N166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №79/04

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით (სსმ III, 10.07.2007, №97,     მუხ. 1040) დამტკიცებული წესების დანართი №4-ის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგადახდო საბუთების შევსება ხდება ქართულ ენაზე. დასაშვებია საგადახდო დავალების ინგლისურ ენაზე შევსება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი                        ო. ნადარაია

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია