„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5036-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-09-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-23
სარეგისტრაციო კოდი
160000000.05.001.016430
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 6.07.2001, მუხ. 78) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება პირზე, რომელსაც ეკავა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობა.“.

2. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება პირზე, რომელსაც ეკავა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 13 სექტემბერი.

№5036–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია