სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
45
მიმღები ორგანო
სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-09-15
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-26
სარეგისტრაციო კოდი
330130000.35.108.016065
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2011 წლის 15 სექტემბერი

ქ. სენაკი

სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

განისაზღვროს ჯარიმის ოდენობები სენაკის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით (დანართი №1).

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                                        ზ. ხაბურზანია

 

 

დანართი №1

ჯარიმის ოდენობები სენაკის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით

 

№

ზონა

ზონის აღწერა

ჯარიმის ოდენობა (ლარებში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე

1

I ზონა

ქ. სენაკში  გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორივე მხარეს არსებული 50-მეტრიანი ზოლი; სკვერები (ბაღები) და მათ მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში არსებული ტერიტორია

0,2

2

II ზონა

ქ. სენაკში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და ქუჩების ორივე მხარეს არსებული 50-მეტრიანი ზოლი

0,15

3

III ზონა

სენაკის მუნიციპალიტეტის თემებში, სოფელსა და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ორივე მხარეს არსებული 50-მეტრიანი ზოლი; სოფლებში არსებული სკვერები (ბაღები) და მათ მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში არსებული ტერიტორია

0,1

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                                                                    ზ. ხაბურზანია

 

კრებსითი — სრული ვერსია