მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 22
2011 წლის 21 სექტემბერი
ქ. მარტვილი
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო საბანკო გარანტია/ბე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რომლის ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო.
2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. გოროზია