„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ–მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 თებერვლის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
32
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-09-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-23
სარეგისტრაციო კოდი
040090000.35.117.016065
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ–მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 თებერვლის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №32

2011 წლის 20 სექტემბერი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 თებერვლის №07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 თებერვლის №07 დადგენილების (სსმ ვებ პორტალი, 110307035, 21/03/2011) მე-2 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით სასყიდლით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა უძრავ-მოძრავი ქონების საბალანსო ნარჩენი ღირებულების 5%-ით, ან/და დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ შეფასებული ქონების ღირებულების 5%-ით.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე              ა. ვახტანგაძე

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია