საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №157/ნ
2011 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის №1 საჯარო სკოლას ეწოდოს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლა.
მუხლი 2. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233) დამტკიცებულ დანართი №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
| 4 | ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლა | სოფელი პატარა ფოთი | დაწ-საბ-საშ |
“
მუხლი 3. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის №2 საჯარო სკოლას ეწოდოს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლა.
მუხლი 4. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233) დამტკიცებულ დანართი №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
| 5 | ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლა | სოფელი შავღელე | დაწ-საბ-საშ |
“
მუხლი 5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. სეფერთელაძე