„დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
700
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2011-09-16
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-20
„დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №700

2011 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანების მე-18 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის                       2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. დასრულდეს „დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოება.

2. განკარგულება ეცნობოს „დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ მარეგისტრირებელ ორგანოს და ინფორმაცია „დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-2 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ო. ნადარაია

კრებსითი — სრული ვერსია