„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
155/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-09-16
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-21
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016192
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №155/ნ

2011 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის           5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებით (სსმ III, 13.02.2007 წ. №20, მუხ. 229) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) მიაწოდოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციები მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების სანდო და ობიექტური მეთოდებით შესაფასებლად, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სასწავლო პროცესის შეფასება და რეკომენდაციების მიწოდება სამინისტროსათვის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;”.

ბ) ,,დ”, ,,ე” და ,,ი” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია