საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №524
2011 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;”;
ბ) მე-4 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებს „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შიდა აუდიტს ოფისში და სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი