საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №523
2011 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 28 ივლისის №416 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 28 ივლისის №416 ბრძანებულებაში (ვებ-გვერდი, 110729023, 29/07/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:
„11. ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე გაცემული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების ამოქმედებისთანავე.
მ. სააკაშვილი