„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
33
მიმღები ორგანო
დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-09-15
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-16
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.152.016060
„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №33

2011 წლის 15 სექტემბერი 

ქ. დუშეთი  

„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის  მე - 4 პუნქტის შესაბამისად,  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №25 დადგენილებით (სსმ V, №22 07/09/2010წ.) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან:

ა) გამგებელი;

ბ) გამგებლის  მოადგილეები.“

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე -9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. გამგებლის მოადგილეები

1. გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე. გამგებლის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან გამგებლის წინაშე.

2. გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს გამგებლის მოვალეობას გამგებლის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გათავისუფლების შემთხვევაში. გამგებლის მოადგილეები ასრულებენ სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრულ სამსახურებრივ ფუნქციებს და გამგებლის ცალკეულ დავალებებს.

3. გამგებლის მოადგილეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დებულებით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“.

მუხლი 2. ეს  დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ც. საძაგლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია