ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2011 წლის 14 სექტემბერი
ქ. ახალციხე
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №22 დადგენილებაში (სსმ V, №3, 30.07.2010 წ., მუხ. 30) და დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართის:
1. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. სახნძრო-სამაშველო სამსახური“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. გიქოშვილი