ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2011 წლის 14 სექტემბერი
ქ. ახალციხე
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ “ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში (სსმ V, №3, 30.07.2010 წ., მუხ.29) და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის:
1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) სახნძრო-სამაშველო სამსახური“.
2. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სახანძრო სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვის და საავარიო-სამაშველო საქმიანობის განხორციელების უზრუნვეყოფა. ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაცია“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. გიქოშვილი