საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №513
2011 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-12 პუნქტში სიტყვები: „(მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობის დროს ერთი ფრენის) ხანგრძლივობა“ შეიცვალოს სიტყვებით: „მთლიანი ხანგრძლივობა (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობის დროს)“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი