საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1678
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-10-30
გამოქვეყნების თარიღი
1998-11-20
სარეგისტრაციო კოდი
270.000.000.05.001.000.446
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ.118) 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 76. მინიმალური ხელფასი

1. მინიმალური ხელფასი არის სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივი, შრომის ანაზღაურების დასაშვები მინიმალური დონე, რომლის ოდენობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. მუშაკის თვიური ანაზღაურება არ შეიძლება იყოს  მინიმალურ ხელფასზე ნაკლები. მინიმალური ხელფასის დაცვა სავალდებულოა ყველა დაწესებულების, საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.“

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 30 ოქტომბერი.

№1678 – Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია