,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
43
მიმღები ორგანო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-09-06
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-12
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.158.016051
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2011 წლის 6 სექტემბერი

ქ.ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებით (სსმ, 17.01.2011)  დამტკიცებულ 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ:

ა) სოხუმის დაცემის დღეს – 27 სექტემბრისათვის ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით;

ბ) სტაციონარული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 700 ლარისა;”

2. დადგენილების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ სტაციონარული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ -70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 700 ლარისა.”.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე             ნ. საბიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია