„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
109
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი
2011-09-06
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-06
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.160.016092
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №109

2011 წლის 6 სექტემბერი

ქ. რუსთავი

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის  27 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №47 დადგენილებაში (სსმ V, №72, 31.12.2010 წ., მუხლი 2168) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. 141 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„141. საცხოვრებელი შენობების სახურავების გადახურვა განხორციელდეს თანადაფინანსების პრინციპით (მათ შორის: 80% დაფინანსდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო                             20% – მოსახლეობიდან) და ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდეს თანადაფინანსების პრინციპით (მათ შორის: 90% დაფინანსდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო 10% –მოსახლეობიდან).“.

მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                        კ. გურგენიძე

 

 

        

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია