სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-09-02
გამოქვეყნების თარიღი
2018-08-03
სარეგისტრაციო კოდი
330120020.35.167.016043
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ

(ძალადაკარგულია - 03.08.18 №61)

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2011 წლის 2 სექტემბერი

ქ. ლაგოდეხი

სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის   46-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013  წლის 23 აგვისტოს დადგენილება №22 - ვებგვერდი, 02.09.2013 წ.

მუხლი 1.

განისაზღვროს ჯარიმის ოდენობები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით (დანართი №1).

მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დ. ბაკაშვილი

დანართი №1

ჯარიმის ოდენობები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით

№

ზონა

ზონის აღწერა

ჯარიმის ოდენობა (ლარებში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე

1

I ზონა

ქ. ლაგოდეხში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორივე მხარეს არსებული 50-მეტრიანი ზოლი; სკვერები (ბაღები) და მათ მიმდებარე

50-მეტრიან ზოლში არსებული ტერიტორია

0,30

2

II ზონა

ქ. ლაგოდეხში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და ქუჩების ორივე მხარეს არსებული 50-მეტრიანი ზოლი

0,15

3

III ზონა

მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ორივე მხარეს არსებული 50-მეტრიანი ზოლი; სოფლებში არსებული სკვერები (ბაღები) და მათ მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში არსებული ტერიტორია

0.10

 

კრებსითი — სრული ვერსია