,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
479
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2011-08-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-30
სარეგისტრაციო კოდი
480070000.08.002.016304
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №4 79

2011 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხიდან (დანართი №1) ამოღებულ იქნეს 52-ე პუნქტი;

ბ) ბრძანებულების 11 პუნქტით დამტკიცებული იმ ქვე ყ ნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2):

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, ბოლივიის მ რავალეროვნულ სახელმწიფოში, ეკვადორის რესპუბლიკასა და სურინამის რესპუბლიკაში.�;

ბ.ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი ი თ:

,,14. საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებულია კუბის რესპუბლიკაში, დომინიკის თანამეგობრობაში, გვატემალის რესპუბლიკასა და ჰ ონდურასის რესპუბლიკაში.�;

ბ.გ) 26-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე პუნქტი:

,,27. საქართველოს საელჩო რუმინეთში აკრედიტებულია მოლდოვას რესპუბლიკაში.�.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ.� სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია