საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №478
2011 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ
1. ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროს ეწოდოს ,,ხორნაბუჯი“, სოფელ ჯაფარიძეს - ,,სამრეკლო“, სოფელ ლენინოვკას - ,,ჭოეთი“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი