საქართველოს მთავრობის
დადგენილება №330
2011 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, 2005 წ., მუხ. 1068) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება შესაძლებელია შეიცვალოს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების უფლებით.“.
მუხლი 2
1. დადგენილება გავრცელდეს 2011 წლის 5 ივლისამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 26 აგვისტოდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური