საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2141
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-05-07
გამოქვეყნების თარიღი
2003-05-10
სარეგისტრაციო კოდი
270.000.000.0.001.001.243
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118) 64-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები არ მუშაობენ შემდეგ უქმე დღეებში:

ა) 1 და 2 იანვარს – ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში;

ბ) 7 იანვარს – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღეს;

გ) 19 იანვარს – ნათლისღებას – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღეს;

დ) 3 მარტს – დედის დღეს;

ე) 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს;

ვ) 9 აპრილს – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეს, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს;

ზ) სააღდგომო დღეებში – დიდ პარასკევს, დიდ შაბათს, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს; მიცვალებულთა მოხსენიების დღეს – აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს (თარიღები გარდამავალია);

თ) 9 მაისს – ფაშიზმზე გამარჯვების დღეს;

ი) 12 მაისს – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეს;

კ) 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს;

ლ) 28 აგვისტოს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს (მარიამობას);

მ) 14 ოქტომბერს – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღეს;

ნ) 23 ნოემბერს – გიორგობის დღეს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 7 მაისი.

№2141– IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია