„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
664
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-29
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016073
„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №664

2011 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110721020, 21/07/2011) დამტკიცებული სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

,,8. სპეციალური წოდების მქონე პირებს სამსახურის გასავლელად შესაძლებელია გაუფორმდეს კონტრაქტი, რომლის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

 

კრებსითი — სრული ვერსია