„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
65/04
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2011-08-24
გამოქვეყნების თარიღი
2017-01-09
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016037
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №65/04

2011 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტისა და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელ­შეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელ­შეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს საყურადღებო ზო­ნების ნუსხა:

ა) ავღანეთი;

ბ) ანგილია;

გ) ანტიგუა და ბარბუდა;

დ) ბარბადოსი;

ე) გვატემალა;

ვ) გრენადა;

ზ) გუამი;

თ) დომინიკა;

ი) ერაყი;

კ) ვანუატუ;

ლ) თერქს-ქაიქოსის კუნძულები;

მ) ინდოეთი;

ნ) ინდონეზია;

ო) ირანი;

პ) კაბო ვერდე;

ჟ) კაიმანის კუნძულები;

რ) კოლუმბია;

ს) კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (ჩრდილოეთ კორეა);

ტ) კუკის კუნძულები;

უ) ლიბანი;

ფ) ლიბერია;

ქ) მარშალის კუნძულები;

ღ) მიანმა (ბირმა);

ყ) მიკრონეზია;

შ) მონსერატი;

ჩ) ნაურუ;

ც) ნიგერია;

ძ) ნიუე;

წ) პაკისტანი;

ჭ) პალაუ;

ხ) სამოა;

ჯ) სეიშელები;

ჰ) სენტ-ლუსია;

ჰა) სენტ-ვინსენტი და გრენადინები;

ჰბ) სენტ-კრისტოფერი და ნევისი;

ჰგ) სირია;

ჰდ) სუდანი;

ჰე) ტაიტი;

ჰვ) ტაჯიკეთი;

ჰზ) ფილიპინები;

ჰთ) ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები;

ჰი) ჯიბუტი.

2. ეთხოვოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ყოველწლიურად (წელიწადში ერთხელ მაინც) შე­ა­მო­წ­­მოს საყურადღებო ზონების ნუსხა და მასში დასაბუ­თებუ­ლი ცვლი­ლების აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია წარუდგი­ნოს სა­ქა­რ­­თ­ვე­ლოს ეროვნულ ბანკს.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

გ. ქადაგიძე

შეტანილი ცვლილებები:

  1.ძალადაკარგულია -  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 9 იანვრის ბრძანება №1/04 -ვებგვერდი, 09.01.2017წ.

კრებსითი — სრული ვერსია