საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2130
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-05-07
გამოქვეყნების თარიღი
2003-06-04
სარეგისტრაციო კოდი
270.000.000.05.001.001.240
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118) 76-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მინიმალური ხელფასი არის სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივი, რომელიც განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების დასაშვებ მინიმალურ დონეს. მინიმალური ხელფასის ოდენობა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, არ უნდა იყოს საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმზე ნაკლები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ე.შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 7 მაისი.

№2130 – IIს

კრებსითი — სრული ვერსია