„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
448
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-08-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-25
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016236
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №448

2011 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11) დამტკიცებული ინსტრუქციის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დღგ-ისგან გათავისუფლების მიზნებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვის და შენახვის მომსახურება საქართველოს ფარგლების გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეულად ითვლება, თუ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის  შემოტანის შემდეგ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ტოვებს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია