"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
122
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-08-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-24
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016189
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 122

2011 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.   მე -2 მუხლის 44 და 45  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„44. სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის, ვაკის, ისანი-სამგორის, საბურთალოს, ზუგდიდის, თელავის, ოზურგეთის, ფოთის, ახალციხის, მესტიის და რუსთავის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით ( გარდა პირველი პუნქტის „ ვ1.ბ“ , „ ზ.ბ“ , „ ზ1.ბ“ და „ ი8“   ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

 45. სააგენტოს ახალქალაქის, ბოლნისის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, გორის, ხელვაჩაურის, აბაშის, ადიგენის, ასპინძის, ახალგორის, ახმეტის, ბორჯომის, გარდაბნის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, თეთრიწყაროს, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, მარტვილის, საგარეჯოს, სენაკის, სიღნაღის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს,   წალენჯიხის, წალკის, ხაშურის, ხობის, ქობულეთის, ქედის, ხულოს, შუახევის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით ( გარდა პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ ზ.ბ“ , „ ზ1 .ბ“, „ ი3 “ და „ი8“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“ .

2. 21 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მიიღონ განცხადება პასპორტის, პირადობის და მუდმივი ბინადრობის მოწმობის (მათ შორის, პირადობის (მუდმივი ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის), საინფორმაციო ბარათის განცხადების წარდგენის დღესვე გაცემის, ასევე დროებითი ბინადრობის მოწმობის (მათ შორის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის) გაცემის თაობაზე და გასცენ შესაბამისი დოკუმენტი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განახორციელონ პასპორტის,  პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის პერსონალიზაცია;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 2 9 აგვისტოდან.

ზ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია