საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2120
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2003-05-21
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.001.239
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 65-ე ნაწილი:

„65. ამ კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ1“ ქვეპუნქტის თანახმად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლება 2002 წლის 1 იანვრიდან 2003 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის განხორციელდეს სტიქიით (ქარიშხალი, სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებით  გამოწვეული ზარალის დამდგენი რაიონული კომისიის მიერ სათანადო მიწის ფართობზე სტიქიის ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შემდეგ შედგენილი აქტის (მესაკუთრის ანდა მოსარგებლის მითითებით ან ამის გარეშე) შესაბამისად. აღნიშნული აქტის თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო ადგენს დაზარალებულ პირთა სიას (მიწის ფართობების მითითებით), რომელიც გადაეცემა ადგილობრივ საგადასახადო სამსახურს და წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადახდისაგან ამ პირთა გათავისუფლების საფუძველს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 24 აპრილი.

№2120–IIს

კრებსითი — სრული ვერსია