„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
650
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-08-17
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-22
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.016070
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №650

2011 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560  ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560  ბრძანების (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ. 1467) 32-ე პუნქტის „ბ‘‘ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ‘‘ ქვეპუნქტი:

„ბ.დ) საბრძოლო მოქმედებების, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულის  ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა).‘‘.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

 

კრებსითი — სრული ვერსია