„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2101
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-04-23
გამოქვეყნების თარიღი
2003-05-21
სარეგისტრაციო კოდი
210.020.140.05.001.001.236
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ.43) მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საწარმოს და კავშირის (ასოციაციის) რეგისტრაცია:

ა.ა) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა – 40 ლარი;

ა.ბ) კომანდიტური საზოგადოებისა – 60 ლარი;

ა.გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა – 120 ლარი;

ა.დ) სააქციო საზოგადოებისა – 300 ლარი;

ა.ე) კოოპერატივისა – 100 ლარი;

ა.ვ) კავშირისა (ასოციაციისა) – 60 ლარი;“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ივნისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 23 აპრილი.

№2101–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია