შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
322
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-08-15
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-01
სარეგისტრაციო კოდი
040170020.10.003.016482
შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 322

2011 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 შპს „ საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა  და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის  დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ ნონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველ­ ზე, დამტკიცდეს თანდართული შპს „ საქართველოს ლატარიის კომ­ პა­ ნიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეცია­ ლური წესი.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძა­ ლაშია 2 წლის განმავლობაში .

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №459 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

პრემიერ-მინისტრი                                       ნ.  გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1 . საქართველოს მთავრობის 201 1 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №346– ვებგვერდი, 15 .0 9 .2011წ.

2 . საქართველოს მთავრობის 201 1 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №404 – ვებგვერდი, 28 . 10 .2011წ.

3. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №459 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

შპს „ საქართველოს ლატარიის კომპანიის“   სახსრებით  საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. შპს „ საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „ საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით სა­ ქონ­ ლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს.

2. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და სა­ქონლის შესყიდ­ ვების პრო­ ცე­ დურების გამარტივება, კომპანიის მიზნე­ბის შეუფერხებ­ ლად განხორ­ ციელების უზრუნველყოფა.

3. შპს „ საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მიერ განსახორციე­ ლებელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე ვრცელდება საქართველოს კანონი „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.

4. შესყიდვებ ის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვებ ის გან­ ხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექ­ ტები არ არიან შესყიდვებ ის განხორციელებასთან დაკავშირებული სამა­ რთალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა სუბიექ­ ტების შესყიდვებ ის პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხო­ ლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

5. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყ­ ვე­ ტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.

6. წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები/მოქმედება.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №459 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ  წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შესყიდვა – შპს „ საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „ საქართველოს ლატარიის კომპანია“ ;

გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;

დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – იდენტური, ასევე არაი­ დენ­ ტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლის) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შეს­ ყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „ შესყიდვის ობიექ­ ტე­ ბის იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნე ბის დადგენის წესის დამ­ ტ­­ კი­ ცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯ­დომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით ;

ე) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსა­ ხურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;

ვ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა;

ზ) პრეტენდენტი – შესყიდვის მონაწილე პირი, რომელიც წარად­ გენს პირობათა გამოკითხვის წინადადებას;

თ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შპს „ საქართველოს ლატა­ რიის კომპანიასთან“ დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;

ი) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას;

კ) პირობათა გამოკითხვა – გამარტივებული საშუალება საქონლისა და მომსახურების შესყიდვებ ისათვის;

ლ) კომისია – შპს „ საქართველოს ლატარიის კომპანიი ს“ დირექ­ ტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც იღებს ამ წესით გათ­ ვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;

მ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა; 

ნ) სამშენებლო სამუშაო – შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგება-აშენება, აღჭურვილობის მონტაჟი,  მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანდევი მომსახურება, როგორიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსური და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №459 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

    მუხლი 3. შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ უფლება-მოვალეობები

1. შპს „ საქართველოს ლატარიის კომპანია“ უფლებამოსილია:

ა) ამ წესის შესაბამისად შეარჩიოს პრეტენდენტები ;

ბ) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი;

გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ აღნიშნული შესყიდვა შპს „ სა­ ქართველოს ლატარიის კომპანიისათვის“ წამგებიანი აღმოჩნდება;

დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობე­ ბის შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;

ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართ­ ველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებო­ ბი­­ სას.

2. შპს „ საქართველოს ლატარიის კომპანია“ ვალდებულია, განა­ ხორ­­ ცი­ ე­ ლოს შესყიდვის პროცედურები თავის მიერ შესყიდვებისათვის გა­ მო­­ ყო­ ფილი თანხის ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით.

    მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდებულია, განაცხადოს წერილობითი უარი  შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობ ის თაობაზე .

2. დაუშვებელია, რომ შპს „ საქართველოს ლატარიის კომპანიამ “ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი:

ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე იურიდიული პირის ხელმძღვანელის ახლო ნათესავი;

ბ) პირადი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე:

ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირების მიმართ;

ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ მოლაპარაკების მონაწილე პირების მიმართ.

4. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება და ინტერესთა კონფლიქტად არ ჩაითვლება, თუ შესყიდვა ხორციელდება იმ საწარმოდან, რომელსაც მართვის უფლებით გადაცემული აქვს შემსყიდველი ორგანიზაციის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი.

საქართველოს მთავრობის 201 1 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №404 – ვებგვერდი, 28 . 10 .2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №459 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

    მუხლი 5. შესყიდვების დაგეგმვა

1. შპს „ საქართველოს ლატარიის კომპანია“ შესყიდვებს ახორ­ ციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად, რო­ მელ­ საც ამტკიცებს შპს „ საქართველოს ლატარიის კომპანიის“ დირექ­ ტორი.

2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუ­ ჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობი­ ექ­ ტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად.

    მუხლი 6. შესყიდვის საშუალებები

1. შესყიდვა ხორციელდება პირობათა გამოკითხვის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შემდეგი პირობებიდან ერთ ‑ ერთის არსებობისას:

ა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 3 000 000 ლარს; 

ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა არის მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლება;

გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;

დ) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან ნებისმიერი სიმძლავრის ა და ტიპის ელექტროგენერატორის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუტერული ტექნიკით ან/და ნებისმიერი სიმძლავრის ა და ტიპის ელექტროგენერატორით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ნებისმიერი სიმძლავრის ა და ტიპის ელექტროგენერატორის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ნებისმიერი სიმძლავრის ა და ტიპის ელექტროგენერატორის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას;

ე) თუ საქონლის ან მომსახურების შესყიდვა ხორციელდება კომპანიის პარტნიორისაგან ან კომპანიის პარტნიორის მიერ მართვის უფლებით გადაცემული წილის მფლობელისაგან ;

ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვა. ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით წარმომადგენლობითი ხარჯები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით ;

ზ) შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;

თ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა;

ი) არსებობს ამ წესის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის დირექტორი ან პირობათა გამოკითხვის კომისია. 

3. შესყიდვის ობიექტის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ ბ “ – „ თ “ ქვეპუნქტების შესაბამისად , შესყიდვის განხორციელებისას მისი ღირებულება არ უჯამდება ამ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებას.

4. პირობათა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს კომისია.

5. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია საქონლისა და მომსახურების შესყიდვები ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეო ბით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 201 1 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №346– ვებგვერდი, 15 .0 9 .2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №459 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

    მუხლი 7. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

1. პირობათა გამოკითხვას ატარებს კომისია, რომელსაც ბრძანებით ქმნის შპს „ საქართველოს ლატარიის კომპანიის“ დირექტორი არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით.

2. კომისიის წევრებად ინიშნებიან შპს „ საქართველოს ლატარიის კომპანიის“ თანამშრომლები.

3. კომისიას თავმჯდომარეობს შპს „ საქართველოს ლატარიის კომ­ პანიის“ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მქონე პირი, ან მის მიერ დანიშნული პირი.

4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერ­ ტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი და­ რგის სპეციალისტები.

5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შე­ მადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმე­ ბა კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე.

    მუხლი 8. განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ

1. პირობათა გამოკითხვის ჩატარებისას კომისია პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციას (შემდგომში – დოკუმენტაცია) უგზავნის თავის მიერ შერჩეულ არანაკლებ სამ პირს. თუ ვერ მოხერხდა სამი პირის შერჩევა , ან კომისიის გადაწყვეტილებით , პირობათა გამოკითხვის შესახებ განცხადება ქვეყნ დება გაზეთ „24 საათში“ ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.

2. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითი­ თებული უნდა იყოს:

ა) შპს „ საქართველოს ლატარიის კომპანიის“ რეკვიზიტები;

ბ ) შესასყიდი საქონლისა და მომსახურების სახეობა, ხარისხი და სავარაუდო ღირებულება. აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შპს „საქართველოს ლატარიის კომპანია“ საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;

გ) შესასყიდი საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები;

დ) პირობათა გამოკითხვის შესახებ წინადადებების წარდგენის ვადა, ადგილი და ენა;

ე) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენ­ ტები, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში;

ვ) დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა და ადგილი.

3. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკი­ ცებს კომისია.

4. კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს პირობათა გამოკითხვის ჩა­ ტარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლი­ ლებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომ­ ლებშიც გამოქვეყნდა განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატა­ რების შესახებ, ასევე მიეწოდოთ ინფორმაცია წერილობითი სახით იმ პრეტენ­ დენტებს, რომელთაც დაეგზავნათ ან რომლებმაც გაიტანეს დო­ კუ­ მენ­ ტაცია.

5. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში შე­ ტა­ ნილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს გონივრულ ვადებში, შეს­ ყიდ­ ვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №459 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

    მუხლი 9. საკვალიფიკაციო მონაცემები

შესყიდვის მონაწილეობის მსურველთათვის საკვალიფიკაციო მო­ ნა­ ცემების შესახებ მოთხოვნებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გან­ საზღვრავს კომისია.

    მუხლი 10. პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაცია

1. კომისია დოკუმენტაციას ამტკიცებს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადების გაგზავნამდე ან მის გამოქვეყნებამდე.

2. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) განაცხადს პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილეო­ ბისათვის;

ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (შესყიდვის ობიექტის დასახელება, შესყიდვის ობიექტის აღწერილობა);

გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ;

დ) პირობათა გამოკითხვის წინადადებას;

ე) შეფასების კრიტერიუმებს.

    მუხლი 11. პრეტენდენტთა პირობათა გამოკითხვის წინადადების  წარდგენისა და განხილვის წესი

1. პირობათა გამოკითხვის წინადადების (შემდგომში – წინადა­ დება) წარდგენა შესაძლებელია დახურული კონვერტით. შეთავაზე­ ბუ­ ლი წინადადებების შერჩევა ხდება პრეტენდენტთა თანდასწრებით.

2. პრეტენდენტებს უფლება აქვთ, კონვერტების გახსნამდე ნების­ მიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ წინადადება.

3. შესული წინადადებების შერჩევა ხდება იმავე დღეს, წინადადების მიღების დამთავრებისთანავე.

  4. კომისია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) პირობათა გამოკითხვის კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს, ან არ მოახდენს პირობათა გამოკითხვის განცხადებითა და დოკუმენტაციით მოთხოვნილი დოკუმენტაციის დაზუსტებას, შევსებას, წარდგენას ან დადასტურებას;

ბ) შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

გ) შესყიდვის პროცედურების მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება ;

დ) წინადადებით წარდგენილი ფასი (ლოტების მიხედვით) აღემატება შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს .

5. შემსყიდველი ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, წარდგენილ დოკუმენტაციაში რაიმე სახის ეჭვის გამოვლენის შემთხვევაში მოს­ თხოვოს პრეტენდენტს აღნიშნული დოკუმენტის ხელახალი წარ­ დგენა.

6. წინადადების შერჩევის დროს უნდა შემოწმდეს, არის თუ არა მასში დაშვებული მექანიკური შეცდომები. შეცდომების გამოვლენის შე­ მთხვევაში კომისიამ ამ წინადადების წარმდგენ პრეტენდენტს უნდა შეს­ თავაზოს შეცდომის გამოსწორება.

7. კომისია ვალდებულია, ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენ­ დენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე. ამასთან, ზეპირი ვაჭრობის დროს დასაშვებია მხოლოდ წინადადებით წარდგენილი ფასის შეცვლა.

8. წინადადებები შეფასდება დოკუმენტაციაში მითითებული კრი­ ტე­ რიუმებისა და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვა­ ლის­ წინებით.

9. წინადადების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდე­ გი კრიტერიუმები:

ა) წინადადების ღირებულება;

ბ) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები;

გ) საქონლისა და მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები;

დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები.

10. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით, ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს.

11. კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყო­ ველი პრეტენდენტის წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერი­ უმის მიხედვით, ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლის დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის წინა­ დადების ჯამური შეფასება. კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენ­ დენ­ ტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაით­ ვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ერთ ხმად.

12. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვე­ ტია კომისიის თავმჯდომარის დასკვნა.

13. კომისიის გადაწყვეტილება პირობათა გამოკითხვის პროცე­ დურაში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები. ოქმში აგრეთვე მოკლედ უნდა იყოს აღწერილი პრეტენდენტების მიერ წარდგენილი წინადადებები.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №459 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

    მუხლი 12. პირობათა გამოკითხვისას ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები

1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტაციაში მითითებულ ადგილზე.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შერჩევის პროცე­ დურის დასრულებისთანავე დაადგინოს დოკუმენტაციაში მითითებულ დღეს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო და ამის შესახებ დაუ­ ყოვ­ ნებლივ წერილობით აცნობოს შეფასებაზე დაშვებულ პრეტენ­ დენტებს.

3. კომისია ვალდებულია, ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენ­ დენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე.

4. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფი­ კა­ ციას.

5. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს კომისია წარუდგენს ზე­ პი­ რი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ წინადადებებით წარდგენილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს (მათი არსებობის შემთ­ ხვევაში) (შემდგომში – ფასი). აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს, სამჯერ მოახდინოს წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით.

6. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. წინადადების ფასის ცვლას თითოეულ რაუნდზე იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი.

7. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწი­ ლის მიერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან/და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენტში. ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დას­ რულ­ დეს მისი ჩატარების დღეს.

8. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა, მათ შორის, თითოეული მონა­ წილე პრეტენდენტის წინადადების ფასი და ყოველ ჯერზე შეცვლილი დაფიქსირებული ფასი, უნდა აისახოს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის ყველა წევრი და მონაწილე პრეტენდენტები. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებ ის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა მიიჩნევა, როგორც უარი მათ მი ერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსი­ რებულ ყველა შეცვლილ ფასზე და ძალაში დარჩება მათი წინადა­ დებებ ის პირვანდელი ფასები .

9. ზეპირ ვაჭრობაზე საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ შე­ ფასება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №459 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

    მუხლი 13. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

1. ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული პრეტენდენტის წინადა­ დებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გამარჯვებულ პრე­ ტენ­­ დენტსა და შპს „ საქართველოს ლატარიის კომპანიას“ შორის იდება ხელშეკრულება.

2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომისია მიმარ­ თავს პირობათა გამოკითხვის პროცედურის მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა თანხმობა წინა­ დადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, ტარდება ხელ ახალი პირობათა გამოკითხვა. თუ წინადადებათა ხელახალ გან­ ხი­ ლვაში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრე­ ტენ­ დენტმა, ხდება მათი წინადადებების ხელახალი განხილვა.

    მუხლი 14. ჩაშლილი პირობათა გამოკითხვა

1. პირობათა გამოკითხვა ითვლება ჩაშლილად, თუ:

ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკ­ ვალიფიკაციო მონაცემები და/ან წინადადება;

ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცე­ მები ან/და წინადადება არ შეესაბამებოდა შპს „ საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მოთხოვნებს;

გ) წარდგენილი წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამე­ ბოდა შპს „ საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ფინანსურ შესაძლებ­ ლობებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვე­ ვებში, ამავე წესის მე-15 მუხლის თანახმად, ცხადდება ხელახალი პი­ რობათა გამოკითხვა.

    მუხლი 15. ხელახალი პირობათა გამოკითხვა

1. პირობათა გამოკითხვის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ კო­ მისიას შეაქვს საჭირო ცვლილებები ახალ დოკუმენტაციაში და ატა­ რებს ხელახალ პირობათა გამოკითხვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შპს „ საქართველოს ლატარიის კომპანიის“ დირექტორს უფლება აქვს, შეცვალოს კომისიის შემადგენლობა.

    მუხლი 16. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და  მათი გადასინჯვის წესი

1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მხარეთა ზუსტ დასახელებას ა და რეკვიზიტებს;

ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელებას, კლასიფიკატორის შესაბამისი კლასის, ჯგუფის ან დანაყოფის კოდ ს ;

გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას – ხელშეკრულების ღირებულებას;

დ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადას;

ე) ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის პირობებს (გამოყენების შემთხვევაში) ;

ვ) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას .

2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.

3. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 500 000 ლარს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10%-მდე ოდენობით.

5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები.

6. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:

ა) ინტერნეტით გამოწერის გზით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას;

ბ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვის განხორციელებისას;

გ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული შესყიდვისას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას;

ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულებას;

გ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას;

დ) მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს.

8. ინტერნეტით გამოწერის გზით ერთ პირთ ა ნ მოლაპარაკები ს საშუალები თ განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში , ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.

9. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.

10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №459 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

    მუხლი 17. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №459 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

    მუხლი 18. ცვლილების შეტანის წესი

ამ წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართ­ ველოს მთავრობის დად­ გენილებით.

დანართი №1

(ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №459 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

კრებსითი — სრული ვერსია