„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2011-08-15
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-18
სარეგისტრაციო კოდი
010320020.32.057.016058
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება № 37

2011 წლის 15 აგვისტო

ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის  საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სი­ლე­­­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმა­ტი­უ­ლი აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესა­ბამისად:

 1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკი­ცე­ბის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივ­ნისის №28 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, №68, (23.283), 2010 წ. 24-25 ივნისი, გვ. 7-8) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:

 ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო რიც­ხოვ­ნობა განისაზღვროს 116 (ას თექვსმეტი) საშტატო ერთეულით.“

 ბ) დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რო­­­ბის აპარატის საშტატო ნუსხას ადმინისტრაციული ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტა­მენ­ტის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ცენტრალური ხელი­სუფლების ორგა­ნოე­ბ­თან ურთიერთობის დეპარ­ტა­მენ­ტის გრაფა:

 

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი

დეპარტამენტის უფროსი

1

მთავარი სპეციალისტი

2

 

 გ) დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რო­­­ბის აპარატის საშტატო ნუსხის ტრანსპორტის განყოფილების გრაფაში სპე­ცი­ა­ლისტის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

სპეციალისტი

12

 

2. საშტატო რიცხოვნობის მატებასთან დაკავშირებით დაფინანსება მიმდინარე ეტაპისათვის განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარა­ტისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამი­ნისტ­რომ (ვ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს დადგენილებით გათვალისწინებული საშტატო რიცხოვნობის მატებასთან დაკავშირებული საკითხის გათვალისწინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტის ფორ­მი­რებისას.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                                                                        ლ. ვარშალომიძე

კრებსითი — სრული ვერსია