„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2076
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2003-04-16
სარეგისტრაციო კოდი
240.110.000.05.001.001.230
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №007, 30.04.96, გვ.7) 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 35. გარდამავალი დებულება

ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა მომხმარებლისათვის ინფორმაციის ქართულ ენაზე მიწოდების თაობაზე ამოქმედდეს 2003 წლის                   1 სექტემბრიდან, ხოლო სამკურნალო პროდუქციის მიმართ – 2003 წლის 1 იანვრიდან, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 28 მარტი

№2076 – IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია