საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №436-2-136
2011 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
„სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314/№2-60 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
1. „სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314/№2-60 ერთობლივი ბრძანებით (სსმ 13.04.2006, №51, მუხ. 640) დამტკიცებულ სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციაში (RCG) შეტანილ იქნეს ცვლილება და 52 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. მეორადი სესხის ათვისებული და დაუბრუნებელი სახსრების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს არასაბანკო ფინანსური დაწესებულების წმინდა კაპიტალის 70%-ს.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე
ბ. კვეზერელი