აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
126-უ.ს.რ.ს.
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი
2011-08-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-16
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცებულ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შემდეგი შემადგენლობით:

გია აბულაძე   –   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის   მინისტრის თანამდებობაზე;

დონარი სურმანიძე –    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მი-ნისტრის თანამდებობაზე;

ვაჟა ბოლქვაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე;

თემურ გაბაიძე –  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                    მ. მახარაძე

ბათუმი,

2011 წლის 4 აგვისტო

№126-უ.ს.რ.ს.

კრებსითი — სრული ვერსია